კახა კალაძის ინფორმაციით, მარტიდან ახალი პროგრამა დაიწყება, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას  ითვალისწინებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტიდან თბილისის მერია დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიას მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს და 2020 წელს ორი ძირითადი მიმართულება იქნება, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. კალაძის განმარტებით, პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მეორე პრიორიტეტი არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.

„პირველი, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ეს არის ახალი პროგრამები, რომელებიც გვინდა თბილისელებს შევთავაზოთ, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მარტიდან კიდევ ერთ ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყოველთვის დავუდგებით გვერდში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ ყველანაირად მოგვარდეს და მოწესრიგდეს. რაც შეეხება მკურნალობისთვის დაფინანსებას, წლიურად ერთი პაციენტისთვის დაახლოებით საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის დაფინანსება 100%-ით იქნება, ხოლო ისინი ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. „ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ დიაგნოზის მატარებელ მოქალაქეებს ეს შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს