გიორგი კანდელაკი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კალაძე იქნება

ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კახა კალაძე იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერიის მიერ პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას.

გიორგი კანდელაკის თქმით, ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.

"ხანდახან გასაკვირია ხოლმე, რატომ იხდიან თავს სამასხარაოდ. ეს პროტესტის ადგილია. პროტესტი გაგრძელდება და "ქართულ ოცნებაზე" წნეხი გაძლიერდება. კი ბატონო, შემოღობონ. პირიქით, აქციების და პარლამენტის პიკეტირების დროს, რაც ცხადია, გაგრძელდება, სანამ "ქართული ოცნება" არ დაჰყვება მთლიანად საზოგადოების ნებას, ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კახა კალაძე იქნება", - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა