გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო

ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის მიზნით ღობის გავლებას გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტარებმა გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციები დააფიქსირებს. მათ შორის, ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ის იყო, რომ „ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას საქართველოში არ მისცემს".

„გუშინ და დღეს, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკარი და მკაფიო პოზიციები ევროპარლამენტის და აშშ-სგან, რომელიც სამ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს. პირველი - არ მისცემს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას საქართველოში. მეორე - სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" გახდება მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში და მესამე - მშვიდობიანი პროტესტი თავის შედეგებზე გადის. აი ეს ღობე, რომლითაც პასუხობს დღეს „ქართული ოცნება" ამ გზავნილებს, რაც არის დასავლეთიდან, არის სამარცხვინო. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემოღობვით შეაჩერებენ ხალხის მშვიდობიან პროტესტს. ისინი ფიქრობენ, რომ აქ ვითომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით, პროტესტი აღარ იქნება ქვეყანაში. სამარცხვინოები ხართ, თქვენ თვითონ იღობავთ თქვენ თავს და თქვენ თვითონ აღმართავთ ღობეს ხალხსა და საქართველოს პარლამენტს შორის, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ის ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული, უნდა წავიდეს სახლში და 2020 წელს, აუცილებლად დასრულდებიან კალაძეებიც და გახარიებიც, ივანიშვილებიც და აბსოლუტურად ყველა. „ქართულ ოცნებას" ჩვენ ჩავაბარებთ კატასტროფულ წარსულს. ეს არის არაადეკვატური პასუხი იმ ყველა მკაცრ მითითებაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, 4 თებერვლიდან პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება მოხდება და „ქართული ოცნების" წევრებისთვის ნებისმიერ სხდომაზე შესვლა დისკომფორტი იქნება.

„ჩვენ ძალიან კონკრეტული პასუხი გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს სამოქმედო გეგმას არ შევცვლით. იქნება მშვიდობიანი პროტესტი, იქნება ამ პროტესტის გაშლა საქართველოს მასშტაბით და ამ პარლამენტის შენობაში, ნებისმიერ სხდომაზე შესვლა „ქართული ოცნებისთვის" იქნება დიდი სირცხვილი და დიდი პრობლემა. როგორ და რანაირად იქნება, ამას აუცილებლად ნახავთ. დაველოდოთ 4 თებერვალს. 4 თებერვალს იქნება მშვიდობიანი პიკეტი, მანამდე დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები და ძალიან ბევრი ადამიანი საინტერესო პასუხებს გასცემს ამ ყველაფერს", - აღნიშნა ვაშაძემ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)