პროკურორი - მტკიცებულებაზე დაყრდნობით დგინდება ბეჟან ლორთქიფანიძის მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში

მტკიცებულებაზე დაყრდნობით დგინდება ბეჟან ლორთქიფანიძის მონაწილეობა ამ ჯგუფურ ძალადობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ განაცხადა, რომ აქციის მიმდინარეობისას დაამახსოვდა პირი, რომელსაც „ბლანჟე“ ჰქონდა.

"დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე, ერთ-ერთი მათგანი უთითებდა, რომ აქციის მიმდინარეობისას დაამახსოვრდა პირი, რომელსაც ჰქონდა „ბლანჟე“, ასევე აღწერა მისი ტანისამოსი და განაცხადა ამ ადამიანზე, რომ ურტყამდა ფარს. აღნიშნულ პირთან დაკავშირებით დაინიშნა ექსპერტიზა, მოსულია მისი დასკვნა და დასკვნის მიხედვით, ეს ადამიანი იყო ბეჟან ლორთქიფანიძე. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება მისი ბრაულეულობა მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებაზე დაყრდნობით დგინდება მისი მონაწილეობა ამ ჯგუფურ ძალადობაში. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მსგავსი ინფორმაციის მატარებელი რამდენიმე მოწმე, რომელსაც სასამართლოში წარმოადგენს დაკითხვის მიზნით", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული ის, თუ რას მოჰყვა ეს ქმედება, ვინაიდან ეს შესაძლოა, თავდაცვითი ინსტიქტი ყოფილიყო, პროკურორი ასე პასუხობს: "მოწმემ განაცხადა, რომ ამ ადამიანმა რამდენჯერმე დაარტყა ფარი-ფარზე, ახორციელებდა ძალადობას ამ კუთხით.აღნიშნული გარემოებები შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მისი ბრალეულობისთვის", - აღნიშნა ვაჟა თოდუამ.

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. საქმეზე მორიგი სასამართო სხდომა 31 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან