გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების" მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა

ციხის ადმინისტრაცია რომ ე.წ. მაყურებლებს პატიმრებს აკვლევინებს, ეს არ არის გაუმჯობესება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ საკომიტეტო სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებებს. კანდელაკის თქმით, ქართული საზოგადოების მოთხოვნა „ქურდული სამყაროს" გავლენის ზრდა არ ყოფილა.

„საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა „ქურდული სამყაროს" გავლენის ზრდა. შევარდნაძის დროს, რომელსაც ასე მისტირის ქალბატონი წულუკიანი, ქურუდული სამყარო შეზრდილი იყო სახელმწიფოსთან. ეს „ვარდების რევოლუციამ" დაამარცხა და აღმოფხვრა. საზოგადოების დაკვეთა ის კი არ იყო, რომ ბავშვები „კანონიერ ქურდობაზე" ოცნებობდნენ, არამედ ის, რომ ციხეებში სიტუაცია გაუმჯობესებულიყო. ადმინისტრაცია რომ „მაყურებლებს" პატიმრებს აკვლევინებს, ეს არ არის გაუმჯობესება და უკეთესობა. მწვავე კონკურენციაა „ქართული ოცნების" მინისტრებს შორის, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ მაინც თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდს ღირსეულად გადაშლის ჩვენი საზოგადოება,"- განაცხადა კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს