ირაკლი ბენდელიანი - პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის დაწყება არანაირ კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან, ეს არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი

პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის დაწყება არანაირ კავშირში არაა საპროტესტო ზონასთან და არეალთან, ეს არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით პროექტის შესყიდვა იყო გათვალისწინებული, 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერა უშუალოდ სამუშაოების დაწყება.

„ღამით დაიწყო პარლამენტის ტერიტორიის შემოღობვა. ეს არ გადაწყვეტილა გუშინ. ჩვენ გასულ წელს ვიყიდეთ საპროექტო დოკუმენტაცია, იმიტომ, რომ უამრავი მომართვა იყო. ამ ტერიტორიის ქვემოთ არის ე.წ ტექნიკური ოთახი, საიდანაც ხდება რამდენიმე ოპერაციის განხორციელება, მათ შორის მიწის ზემოთ არსებული შადრევნების სატუმბი სადგურია. იყო შემთხვევევი როცა წვიმის დროს წყალი ჩადიოდა და ამ სატუმბ სადგურს საფრთხეს უქმნიდა. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული შენობა. აუცილებელია მოწესრიგებული იყოს მიმდებარე ტერიტორია და დავრწმუნდეთ, რომ უამინდობის პერიოდში სატუმბ სადგურს პრობლემა არ შეექმნება. თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა და დაახლოებით, ნახევარ მილიონს შეადგენს. სამუშაოები დასრულდება უახლოეს პერიოდში და მას „გრინ სერვისი" ახორციელებს",- განაცხადა ბენდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა