ბექა ნათელაშვილი - სასამართლოში პოპკორნის აპარატი უნდა დადგან, ისეთი კომიკური ხასიათის პროცესები იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პოპკორნი მიიტანეს. “გაბედეს” წევრის ბექა ნათელაშვილის განცხადებით, მიმდინარე სასამართლოს სხდომები დადგმული სპექტაკლია.

„ამ სპექტაკლების რეჟისორი არის ერთი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც არის ოლიგარქი და რომელთანაც დაპირისპირებულია მთელი საზოგადოება, ახალგაზრდები, ოპოზიცია, მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ჩემი აზრით, სასამართლოში პოპკორნის აპარატი უნდა დადგან ისეთი კომიკური ხასიათის პროცესები იმართება. ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ახალგაზრდებისა და საზოგადოების წინააღმდეგ იარაღად არის გამოყენებული. ასე მხოლოდ რუსეთში ხდება”, - განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო