გიორგი ვაშაძე - რაც თეა წულუკიანმა გუშინ ჩაიდინა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - დარწმუნებული ვარ, უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი სასამართლო მას კონკრეტულ სასჯელს მიუსჯის

რაც თეა წულუკიანმა გუშინ ჩაიდინა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დარწმუნებული ვარ, უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი სასამართლო მას კონკრეტულ სასჯელს მიუსჯის, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების საკითხს.

ვაშაძის თქმით, იუსტიციის მინისტრს სურს, „ქურდული სამყაროს მიერ მართულ ციხეებში არსებული სიტუაცია დახეული ჯინსებით გადაფაროს".

„გუშინ რაც ჩაიდინა თეა წულუკიანმა, ეს არის დანაშაული. ნორმალურ ქვეყანაში, იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მიიტაცა ხელისუფლება, სადაც კანონი აღარ კანონობს და ქურდული სამყარო მართავს ციხეებს. ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვა უნდათ რომ გადაფარონ ასეთი კანონდარღვევებით და ვიდეოების გასაჯაროებით. რაც შეეხება რეაგირებას, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აი ამ კონკრეტულ ფაქტზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება პერსონალურად თეა წულუკიანთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი სასამართლო თეა წულუკიანს დარწმუნებული ვარ, მიუსჯის კონკრეტულ სასჯელს.

რაოდენ სამარცხვინოა იუსტიციის მინისტრი და "ქართული ოცნება", რომ ქურდული სამყაროს მიერ მართულ ციხეებში არსებული სიტუაცია უნდა, რომ გადაფაროს დახეული ჯინსებით და ყავა რატომ დალია თურმე საპატიმრო დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენელმა. ეს ხომ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შეკრულები არიან ქურდულ სამყაროსთან. ისინი ხელს აფარებენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, იმიტომ, რომ მათი იმედი აქვთ არჩევნებზე. გამოძიება, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სად ვცხოვრობთ, ქვეყანაში, სადაც გამოძიება არ ასებობს, პროკურატურა არ არსებობს, სამართალდამცავი ორგანოები არ არსებობს და არსებობენ კრიმინალები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში და რომლებიც თანამშრომლობენ ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალებთან", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა