ადვოკატი - ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც ბეჟან ლორთქიფანიძის ბრალეულობას დაამტკიცებს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მოწმეს არ უთქვამს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე ურტყამდა, მან უბრალოდ აღწერა ის ადამიანი. მისივე თქმით, ამ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო და მათ შორის ბევრს ჰქონდა „ბლანჟე“.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე ისევ იმ აზრზეა, რომ ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც ამ საქმეში ბეჟან ლორთქიფანიძის ბრალეულობას დაამტკიცებს.

"ორი მოწმიდან ერთ-ერთი იყო დეტექტივი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პროტესტიც გამოიწვია გავრილოვის ჩამოსვლამ საქართველოში და მისთვისაც მოახდინა უარყოფითი გავლენა ამ სურათმა, რომ გავრილოვი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხოლო მეორე მოწმემ ბრძანა, რომ ფარით-ფარზე მიეჯახა ადამიანი, აღწერა ეს ადამიანი, თუმცა მას არანაირი დაზიანება არ მიუღია. ის, რომ ფარით-ფარზე მიეჯახა ადამიანი, ამას წინ რა უძღოდა, ეს აღარ ახსოვდა და ამაზე პასუხი არ გასცა დაცვის მხარეს. სანამ ფარით-ფარზე მიეჯახობოდა, მანამდე ტყვიებს რომ ისროდნენ და წინ ადამაინები სახიჩრდებოდნენ, ეს აღარ ახსოვს ამ ადამიანს და თქვა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ფარით-ფარზე მიეჯახა ასეთი აღწერილობის ადამიანი, რომელსაც ყელზე ჰქონდა წითელი ყელსახვევი, მაშინ ისმევა კითხვა - რა შუაშია აქ ბეჟან ლორთქიფანიძე და რა შუაშია აქ მორის მაჩალიკაშვილი? ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრლადების მხარეს, რომელიც ამ საქმეში ბეჟან ლორთქიფანიძის ბრალეულობას დაამტკიცებს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 31 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს