ანა დოლიძე - თეა წულუკიანმა ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემებიდან, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს

თეა წულუკიანმა მისთვის ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემებიდან, რაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში საუბრობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლაზე საუბრისას განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ციხეებში ქურდული მენტალიტეტი დააბრუნა.

„გილოცავთ, „ქართულმა ოცნებამ“ ქურდული მენტალიტეტი და „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი დააბრუნა საქართველოს ციხეებში. ის პრაქტიკები, რაც წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, ე.წ ობშიაკის შეგროვება, საწევროს გადახდა, პატიმრებთან ურთიერთობის დალაგება მაყურებლების მეშვეობით - ეს არის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში არსებობდა საბჭოთა დროიდან, ამ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი არის თეა წულუკიანი და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა