ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი" გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

პარტია "გირჩი" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ერთ-ერთ გადაცემაში ვაშაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ხელისუფლებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" "დაადებინა" და ამის გამო "გირჩი" მიიჩნევს, რომ ვაშაძესთან საუბარს აზრი არ აქვს.

„ეს გამოწვეულია მისი განცხადებიდან. გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ადამიანმა განაცხადა, თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო, კონკრეტულად "ნაციონალურმა მოძრაობამო". ყველას დიდი მადლობაო, ახალგაზრდებსო, იმათ, ამათო, მაგრამ კონკრეტულად ეს საქმე ჩვენი გაკეთებულიაო. ჩვენი აზრით, ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს არის "გირჩის" პოზიცია, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" არაერთ ლიდერთან და ვსაუბრობთ უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და თუ ეს ადამიანი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" აზრის გამხმოვანებელი შეხვედრებზე, ჩვენ იმ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა