ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვართ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული  ვითარებითა და უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით

ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს რეგიონებში -აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებითა და უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკიმ განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, მის მიერ განხორციელებული რეფორმები ნამდვილად შთამბეჭდავია.

„გატარებული რეფორმები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა უსაფრთხოების მიმართულებით. ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებითა და უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარებით. ვაპირებ დღეს მოვინახულო ევროკავშირის მონიტორინგის მისია ადმინისტრაციულ საზღვართან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გამოვაცხადო სრული მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა სტეფ ბლოკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა