ანა რეხვიაშვილი - ბრიუსელში ჩამოვიტანე ირაკლი ოქრუაშვილის წერილი ციხიდან

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრების პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს’’ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ანა რეხვიაშვილმა შეხვედრები გამართა ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან - მეთიუ ბუსკეტთან და რიჩარდ ტიბელსთან.

"ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით და ვეტყვით სრულ სიმართლეს ივანიშვილ-გახარია- მოსკოვის პოლიტიკური და უკანონო პატიმრების შესახებ. ივანიშვილის მიერ ჩაგდებული დემოკრატიული და გეოპოლიტიკური პროექტების შესახებ, ჩაგდებული საარჩევნო რეფორმის შესახებ და, რომ ივანიშვილს არა აქვს არავითარი პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო სტრატეგია, ის მის არსენალში არსებული „ეფექტური“ იარაღის - პოლიტიკური რეპრესიების გზით და არჩევნების ყიდვით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.

არ დარჩა არც ერთი გავლენიანი ოპოზიციური ლიდერი სამართლებრივი დევნის ქვეშ რომ არ იყვნენ. არ დარჩა არც ერთი გავლენიანი კრიტიკული მედია, რომლთა მფლობელები და სამართლებრივი დევნის ქვეშ რომ არ იყვნენ.

ბრიუსელში საგანგებოდ ჩამოვიტანე ირაკლი ოქრუაშვილის გამოგზავნილი წერილი ციხიდან მიმართული ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ,, გამარჯვებული საქართველოს“ სპეციალურ დოკუმენტებთან ერთად გადავეცი და გადავცემ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს და ლიდერს.

პოლიტპატიმრებმა მალე უნდა დატოვონ საპატიმროები, რომლებიც გადატრიალების ყალბი ბრალდებით ამ დრომდე ციხეებში რჩებიან და სინამდვილეში ივანიშვილ-გახარიას და მოსკოვის მძევლები არიან. აქ მძიმე დღე მოუწყვეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელის შეფასებები ოლიგარქის რეჟიმის მიმართ კიდევ უფრო პრინციპული და მკაცრი იქნება“,- განაცხადა ანა რეხვიაშვილმა ბრიუსელში გამართული პირველი შეხვედრების დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს’’ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს