ანა დოლიძე - არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს აარჩევს

მართალი გითხრათ, არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო აარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის სერიოზული გამოწვევა და ამაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც აცხადებენ.

„სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის ირჩევს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს, გინდ შოთაძე აიღეთ და გინდ თადუმაძე, რომლისთვისაც გენერალური პროკურორობა იყო უბრალოდ შუალედური გაჩერება უზენაეს სასამართლომდე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზეც ისაუბრა.

„ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ძალიან დამაფიქრებელია, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე არის ორიენტირებული. ბოლო ორი გადაწყვეტილება - დეპუტატ კარლო კოპალიანის დანიშვნა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და მეორეს მხრივ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარმოდგენა მიუთითებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტები არ აქვს თავის ადგილზე“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო