ირაკლი ბენდელიანი - ე.წ. სკამების ტენდერთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, ამ სკამებმა ვანდალიზმს უნდა გაუძლოს

ე.წ. სკამების ტენდერთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა - ამ სკამებმა ვანდალიზმს უნდა გაუძლოს, რადგან ჭავჭავაძის გამზირმა და ახალმა რეაბილიტირებულმა ნაწილმა გაუძლოს წლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახალ ტენდერში გათვალისწინებული იქნება ის არგუმენტები, რა არგუნენტებითაც ტენდერი შეწყდა.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლდა ქალაქის მასშტაბით ვანდალური ფაქტები. ასევე ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია ხდება და დიდი სურვილი გაქვს, რომ ამ ყველაფერმა გაუძლოს წლებს და იყოს მაღალი ხარისხით ყველაფერი გაკეთებული. მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა - ამ სკამებმა ვანდალიზმს უნდა გაუძლოს, რადგან ჭავჭავაძის გამზირმა და ახალმა რეაბილიტერებულმა ნაწილმა გაუძლოს წლებს", - განაცხადა ბენდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა