გიორგი ვაშაძე - კახა კალაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, საზოგადოება მზად არის თუ არა პროპორციული არჩევნებისთვის

კახა კალაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, საზოგადოება მზად არის თუ არა პროპორციული არჩევნებისთვის, ჯერ ის არის საკითხავი თვითონ არის თუ არა მზად თბილისის მერობისთვის, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „პირველი არხის“ ეთერში, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნები არათუ 2020 წელს, არამედ 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს.

ვაშაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებს და საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც 2024 წელს პროპორციულ არჩევნებს გულისხმობს, „ვერაფერი ვერ შეეხება“.

კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოვუწოდებ, რომ გონს მოეგონ და ის გზავნილები, რასაც იღებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, კარგად შეისმინონ.

კალაძის გადასაწყვეტი არ არის ნამდვილად, საზოგადოება მზად არის თუ არა და ჯერ თვითონ არის თუ არა მზად იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც მან იკისრა, თუნდაც თბილისის მერობის პირობებში, კორუფციაში რომ გახვია თავიდან ბოლომდე ქალაქი და ნაძვის ხე რომ მილიონი დაგვისვა ქვეყანაში. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ვერაფერი ვერ შეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც 2024 წელს პროპორციულ არჩევნებს გულისხმობს. ეს ცალსახაა, რაც არ უნდა ეცადოს კალაძე და „ქართული ოცნება“, თუ ნებისმიერი ის არაადეკვტური ადამიანი, ვინც ხელისუფლებაშია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან