ლევან კობერიძე - სამწუხაროდ, ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს დასავლელი პარტნიორების კომენტარებზე, ისინი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი არიან ჩვენი მეგობრები

სამწუხაროდ, ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს დასავლელი პარტნიორების კომენტარებზე, ისინი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი არიან ჩვენი მეგობრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებები არ ნიშნავს, რომ საქართველომ ყველა მითითება უნდა განახორციელოს.

„ხელისუფლებამ, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას, არ არიან ჩვენი მტრები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეთ კრიტიკული და მწვავე განცხადებები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა მითითება არის სავალდებულო შესასრულებელი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრები, ამ მოსაზრებებს სწორედ იმ მიზნით და მოტივაციით გამოთქვამენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები", - განაცხადა კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს