ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, ბარბაქაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებააზე პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ ბარბაქაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა.

აღნიშნულ შუამდგომლობაზე პროკურატურა პოზიციას მომდევნო სასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს.

როგორც გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გუგა ბარბაქაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება დავით სარალიძის მკვლელობაში მის მონაწილეობას. თუმცა, კითხვაზე, აღიარებს თუ არა, მსჯავრდებული ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ვინაიდან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად აღიარება აუცილებელი პირობაა, ადვოკატი პირდაპირ არ პასუხობს.

„გ.ბ. ორგზის გამართლებულია დავით სარალიძის ეპიზოდში. ამ კუთხით ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს - ლევან დადუნაშვილის ეპიზოდს, თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, კანონით არის განსაზღვრული, თუ რა შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხების გაფორმების საფუძველი. თუკი, ეს მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც გ.ბ.-ს აქამდე გამოძიებისთვის არ მიუწოდებია, არ არსებობს", -აცხადებს ჩინჩალაძე.

მისივე განმარტებით, პირი, რომელსაც ნაცნობობა აკავშირებს როგორც გუგა ბარბაქაძის, ასევე ლევან დადუნაშვილის ოჯახთან, ადვოკატის ნებართვის გარეშე დადუნაშვილისა და მსჯავრდებულის ოჯახს შორის ურთიერთობის დალაგებას შეეცადა, რამაც ჩინჩალაძის თქმით, ცუდი შედეგი გამოიღო.

„იყო კონკრეტული პირი, ვინც შეეცადა არასწორი ინფორმაციით, ოჯახებს შორის ურთიერთობაში დადებითი როლი ეთამაშა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. არასწორი ინფორმაციის მიტანა ნეგატიური შედეგის გამომწვევია.

სამწუხაროდ, ვერ დაგიკონკრეტებთ ვინ და რა თხოვნით მივიდა ოჯახთან. თუმცა, სურდა გარკვეული დადებითი როლი შეეტანა ოჯახების ურთიერთობაში", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატს გუგა ბარბაქაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინი არ აქვს.

„სამწუხაროდ, გარკვეული ნეგატიური გავლენებიდან გამომდინარე, რაც ამ ორ ოჯახს შორის მოხდა, დიდი მოლოდინი არ მაქვს", - აცხადებს ადვოკატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა