დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი - კორონავირუსის გადასვლის გზები და ადამიანებში გავრცელების პოტენციალი ჯერ კიდევ კვლევის საგანია

ახალი კორონავირუსის გადასვლის გზები და ადამიანებში გავრცელების პოტენციალი ჯერ კიდევ კვლევის საგანია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ახალი კორონა ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ჯერჯერობით ცნობილია, რომ გამომწვევი დადგენილია გარემო ობიექტებში, რომელიც უკავშირდება ვუჰანში განლაგებულ ზღვის პროდუქტების ბაზარს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს უკავშირდება ზღვის პროდუქტს, გარემოზეა ლაპარაკი. არის თუ არა ცხოველები ან თევზები რისკის შემცველი, არსად არ არის დაზუსტებული და ჯერ მიმდინარეობს კვლევა იმ ძირითადი მასპინძლის, რომელიც კორონა ვირუსის ამ სახეობისთვის უნდა იყოს ტიპიური და რომლის ეკოლოგიური ნიშა დატოვა ვირუსმა და გადავიდა ადამიანზე. ასე რომ, გადასვლის გზები და ადამიანებში გავრცელების პოტენციალი ჯერ კიდევ კვლევის საგანია“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გამო საერთაშორისო მგზავრობისა და ვაჭრობის შეწყვეტის რეკომენდაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„მგზავრებთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით დავამატებ,რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ არ არსებობს საერთაშორისო ვაჭრობისა და მგზავრობის შეწყვეტის რაიმე ჩვენება , შესაბამისად, ორგანიზაცია არ ზღუდავს ამ ტიპის გადაადგილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა, ვიზიარებთ სრულად ამ რეკომენდაციას და ველოდებით ახალ რეკომენდაციებს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვირუსით ძირითადად დაავადებულნი არიან მოზარდი და მოზრდილი ადამიანები და ბავშვებს შორის დაავადების შემთხვევები ანგარიშგებული არ არის.

ამას გარდა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, საქართველოსთვის ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკი დღეისთვის შეფასებულია, როგორც მინიმალური და ეს შეფასება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ალგორითმებს, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საფრთხეების შეფასებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა