ბექა ბასილაია და ზურაბ ნადირაძე მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არ სცნო და მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა

31 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაია და ზურაბ ნადირაძე მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არ სცნო და მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ბექა ბასილაიამ განუცხადა, სამწუხაროა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო ერთეულ შემთხვევებში იღებს. ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ ამ დღეს დაკავებულ სხვა პირებზეც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, უფრო მეტიც, რა ვიდეომასალაც იქნა პროცესზე მოტანილი, ის ვიდეომასალა ადასტურებდა, რომ მოქალაქეები და აქტივისტები პროტესტს გამოვხატავდით მშვიდობიანად, კანონის ჩარჩოებში და თუ ვინმე კანონს არღვევდა, ესენი იყვნენ ძალოვანები", - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს