ომბუდსმენი - წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან

მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა კადრები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების საკითზე საუბრისას განუცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავენ.

„რაც შეეხება ორ ვიდეომასალას, სადაც ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი როგორ ესაუბრება პატიმარს და როგორ მუშაობს დაწესებულებაში, რომელიც გუშინ ქალბატონმა წულუკიანმა საკომიტეტო სხდომაზე გაასაჯაროვა, მე ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის არაერთგზის დარღვევას მისი მხრიდან. პირველ რიგში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ქალბატონმა წულუკიანმა კანონის დარღვევით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია, თანაც იმგვარად, რომ ჩვენი წარმომადგენლის სახე არ იყო დაფარული. არანაირი კანონდარღვევა ჩემი წარმომადგენლის მხრიდან არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, რა გახდა ამ ინფორმაციის შენახვის და დაარქივების საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშნული კადრები. ამიტომ ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების გასაჯაროება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო