გიგა ბოკერია - თუ უნდათ პარლამენტს კიდევ ერთი ღობეც დაარტყან - რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციები  ჩატარდება

თუ უნდათ კიდევ ერთი ღობეც დაარტყან და ორი ჯებირი ჰქონდეთ, როგორც შუა საუკუნეებში იყო. მშვიდობიან აქციები, ჩატარდება რუსთაველის გამზირზე, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კითხვას, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და ჯებირების აღმართვა შესაძლებელია თუ არა, მიანიშნებდებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს არ ჩატარდეს აქციები და პროტესტს ხელი შეუშალონ.

მისივე შეფასებით, პარლამენტის წინ ჯებირების აღმართვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერისგან „აბსურდული არგუმენტები“ მოისმინეს.

„საოცარია, კიდევ ერთი უტიფრობის და აბსურდული არგუმენტების მოშველიებით, მოვისმინეთ განცადება კალაძისგან, რატომ გააკეთა ეს. მაგრამ ეს არის ზუსტი სიმბოლო იმ პირველი ჯებირების აღმართვის არ იყოს, რამხელა უფსკრულია ივანიშვილის, მის „კლოუნებს“, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამიტომ სიმბოლური ამბავია ეს. მშვიდობიანი აქციები რუსთაველის გამზირზე ჩატარდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა