თამარ ჩუგოშვილი - ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა იყო

გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ საკომიტეტო სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებებს. ჩუგოშვილის შეფასებით, გუშინ საშიში დინამიკა გამოჩნდა. მისივე თქმით, გამოწვევების მოგვარებაზე ორიენტირებული დისკუსიის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე შეტევას, პირად შეურაცხყოფას და მისი გაჩუმების მცდელობას.

„გუშინ ჩემთვის გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები. ეს საშიში დინამიკაა. ასეთი პერიოდები მახსოვს. მე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გამომივლია მსგავსი შემთხვევები და კარგად არ სრულდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა გამართულიყო იმაზე, პროგრესის მიუხედავად არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკაა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა