კორონავირუსის გამო, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შესვლა აკრძალა

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შესვლა აკრძალა, მანამ, ვიდრე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემუშავდება. როგორც ცნობილია, ქვეყანას ძირითადად ჩინელი ტურისტები სტუმრობენ.

ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ „როიტერსს“ ინფორმაცია დაუდასტურა. „უცხოელი ტურისტების შემოსვლა დროებით აკრძალულია, სანამ კორონავირუსი კონტროლირებადი არ გახდება. ჩრდილოეთ კორეა ასეთ რისკებს ძალიან სერიოზულად უდგება“,-განუცხადეს გამოცემას სააგენტო „ახალგაზრდა პიონერთა ტურში“.

შეგახსენებთ, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა