აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა "ბიძინას ბოსტანი" გააკეთეს

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და წარწერა "ბიძინას ბოსტანი" დაწერეს. სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების წევრებიც იმყოფებიან.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის ტარდება, რომ პროტესტი შეჩერდეს.

„ეს არის 31 დეკემბრის გაგრძელება, მაშინ როდესაც კახა კალაძემ უკანონოდ დადგა ატრაქციონები, ასევე უკანონოდ შემოღობა ტერიტორია. ხელშეკრულება, რომელზეც ისინი მიგვითითებენ არსად არ წერია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი კაცი თხრის და ათი უყურებს. სამუშაოები სავარაუდოდ არ იყო დაგეგმილი და მხოლოდ იმის გამო განხორციელდა, რომ აქ პროტესტი შეჩერებულიყო. მაგრამ უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ პროტესტი არ განელდება", - განაცხადა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს