თამარ ჩუგოშვილი - ირაკლი შოთაძეს ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ, მის ადგილას რომ ვიყო, ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი

ირაკლი შოთაძის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მძიმე იქნებოდა და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. ჩუგოშვილის თქმით, მისი ამ ფორმით მობრუნება უცნაურია.

"ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ შოთაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. რა თქმა უნდა, უმრავლესობა გაიყვანს თავის კანდიდატს . მე პირადად ირაკლი შოთაძეს ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ მის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მძიმე იქნებოდა და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ერთხელ კრიზისის ფონზე თანამდებობა დატოვა ადამიანმა და შემდგომ მისი ამ ფორმით უკან მობრუნება უცნაური მოვლენაა,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა