პროკურორი - დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე ვიდეო მტკიცებულების თანხლებით, სადაც ჩანს, რომ ბესიკ თამლიანი ახორციელებს ძალადობას პოლიციის თანამშრომლებზე

დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე ვიდეო მტკიცებულების თანხლებით, სადაც ჩანს, რომ ბესიკ თამლიანი ახორციელებს ძალადობას პოლიციის თანამშრომლებზე, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმემ განაცხადა, რომ ბესიკ თამლიანი და მასთან ერთად მყოფი პირები 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

„ვიდეო მტკიცებულებებში ჩანს, რომ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს გასტაცა თამლიანმა ფარი, მეორე თანამშრომელს ფარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ასევე, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგივე განაცხადეს დღეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი მათზე ახორციელებდა ძალადობას. ასევე მოწმემ განაცხადა, რომ წითელმაისურიანი მამაკაცი და სხვა პირები, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად, ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას. მოწმემ აღწერა წითელმაისურიანი მამაკაცის ზოგადი მახასიათებლები, ასევე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეს წითელმაისურიანი მამაკაცი არის ბესიკ თამლიანი”,- განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა