ანა დოლიძე და აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის წარმომადგენლები სახალხო დამცველს შეხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის წარმომადგენლები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, არასრულწლოვნებზე აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენასა და მხარეების სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„სახალხო დამცველის მანდატია ბავშვების დაცვა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სახალხო დამცველი მხარს უჭერს ბავშვების ინტერესების დაცვას აზარტულ თამაშებთან მიმართებაში. აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გავრცელებულია ეპიდემიის სახით ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მისასალმებელია სახალხო დამცველის შემართება, რომ ამ მიმართულებით ის გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ჩვენ მოხარული ვართ ამ შეხვედრით და მივესალმებით ყველა ქმედით ნაბიჯს, რომელსაც სახალხო დამცველი ამ მიმართულებით განახორციელებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავის მხრივ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის და ამ საკითხებს სახალხო დამცველის ზოგად თუ სპეციალურ ანგარიშებშიც მოახვედრებენ.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ახლად მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსით იკრძალება და უნდა დარეგულირდეს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა. სახალხო დამცველი ზედამხედველობას ახორციელებს ბავშვთა უფლებების კოდექსის აღსრულებაზე. მე მიმაჩნია, რომ არსებობს სერიოზული ხარვეზები აზარტულ თამაშებზე ბავშვთა ხელმისაწვდომობის რეგულირებასთან მიმართულებით. სრულად უკონტროლოა და ნებისმიერ ბავშვს აქვს წვდომა ონლაინთამაშებზე, ასევე დაურეგულირებელია სარეკლამო მიმართულება და მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე არის დამოკიდებული, ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები. ჩვენ მზად ვართ და დახმარება აღვუთქვით თანამშრომლობისთვის, ასევე ამ საკითხებს მოვახვედრებთ ჩვენს ზოგად თუ სპეციალურ ანგარიშებში,“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს