ალეკო ელისაშვილი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 10 ათასი ადამიანი თუ სჭირდებოდა პარლამენტთან ქუჩის გადაკეტვას, ახლა დასჭირდება 3 ათასი კაცი, ააშენებთ ღმერთი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც გააპროტესტა.

ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებას ეშინია, რომ პარლამენტთან აქციები გაიმართება. მან კახა კალაძე ცეკას პირველ მდივანს, გივი გუმბერიძეს შეადარა, რომელმაც, მისი თქმით, „9 აპრილის აქციების შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობა“.

„იყო ერთი კაცი, გივი გუმბარიძე, ცეკას პირველი მდივანი და ჩემს ბავშვობაში, კარგად მახსოვს 9 აპრილის აქციების მერე ღობე შემოარტყა ამ ადგილს, რომ აქციებზე ხალხი არ მოსულიყო. ვულოცავ კალაძეს, რომ გივი გუმბარიძის შემდეგ ის თბილისის ისტორიაში ჩაეწერება პარლამენტისთვის ღობის შემომრტყმელად. რა თქმა უნდა, მაშინაც და ახლაც ბიძგი არის ის, რომ ხალხის ეშინიათ. ხალხის ეშინიათ, რომ აქ აქცია არ გაიმართოს, მაგრამ სინამდვილეში რამხელა სისულელეა წარმოიდგინეთ და როგორ გვეხმარება ჩვენ. 10 ათასი ადამიანი თუ სჭირდებოდა ქუჩის გადაკეტვას, ახლა დასჭირდება 3ათასი კაცი და ააშენებთ ღმერთი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა