ჰონგ-კონგი ახალი კორონავირუსის მოლოდინში კარანტინის ცენტრებს ამზადებს

ჰონგ-კონგი კარანტინის ცენტრებს ამზადებს, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ახლობლების იზოლირება იქნება შესაძლებელი. CNN-ის ცნობით, ცენტრებში საჭიროების შემთხვევაში ის ადამიანები განთავსდებიან, რომელთაც დაავადებულებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ქალაქში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჰონგ-კონგის კვებისა და ჯანმრთელობის ბიუროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ორი ცენტრის მომზადება მოხდა, რომელთა გააქტიურებაც საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში მოხდება.

ჰონგ-კონგმა მსგავსი საკარანტინო ბანაკები 2003 წელს, მწვავე რესპირატორული ვირუსის გავრცელების დროსაც მოაწყო.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი ჩინეთში, გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ვირუსის 450-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო