ბესიკ თამლიანის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ თამლიანს პარლამენტში შეჭრა უნდოდა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, ბესიკ თამლიანის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ თამლიანს პარლამენტში შეჭრა უნდოდა. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო სხდომა იყო „ცალსახად დაცვის მხარის ტრიუმფი”.

„ბრალდების მოწმეებმა აღნიშნეს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, რომ თამლიანი ფარს ეხება და გაშლილი ხელით ცდილობს ფარის წართმევას, ვერ ნახეს სხვა ძალადობა თამლიანის მხრიდან. ისინი ვერ ადასტურებენ, რომ მას უნდოდა პარლამენტში შეჭრა, რაც ბრალდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ამ პროცესზე ბრალდების მოწმეებმაც კი დაადასტურეს ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ფირზე ასახულია, გარკვეული მოქმედება, რისთვისაც მან უკვე აგო პასუხი, ამას არც ადრე უარვყოფდით”,- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს