დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტში მოიძებნება 100 დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ცვლილებებს და ჩაკეტავს რისკებს, რომელიც  ქვეყნის წინაშე დგას პროპორციული სისტემის გამო

იმედი მაქვს, პარლამენტში მოიძებნება 100 დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩაკეტავს რისკებს, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე პროპორციული საარჩევნო სისტემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ის არ აკონკრეტებს თუ ვინ შეიძლება შეავსოს უმრავლესობის დეპუტატთა ოდენობა 100-მდე, მაგრამ აცხადებს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერთა რიცხვი უმრავლესობის რიგებს გასცდეს და ოპოზიციურ სპექტრშიც გადავიდეს.

„დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი თანდათან იზრდება. ხედავთ პოლიტიკური სპექტრი არის დესტრუქციული, ისინი არ ტოვებენ ქუჩას და მათი მიზანია იოლი გზით შევიდნენ პარლამენტში. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში შემოსული, რომელთაც აქვთ იდეოლოგიური აზრთა სხვადასხვაობა, მათი ერთობლივი ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა როგორი იქნება? - ეს იქნება, რა თქმა უნდა, რყევადი, ისინი ვერ შეთანხმდებიან ვერაფერზე. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მერე ნახეთ მათი ჟრიამული და ქვეყნის სტაბილურობა. პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენ მიერ მიღებული იყო კომპრომისულად, რაზეც მეც წავედი. იყო ჩემს გუნდში მოლოდინი რომ ეს გადაწყვეტილება დაამშვიდებდა ქუჩასა და ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ მათ ქუჩა არ მიუტოვებიათ. ვფიქრობ, რომ დღეს და 2024 წელშიც ჩვენ უნდა გვქონდეს მინიმუმ შერეული სისტემა", - განაცხადა ხუნდაძემ.

მიისვე თქმით, მხარდამჭერ დეპუტატთა ვინაობას საზოგადოება მალე გაიგებს.

"მე მეგულება პარლამენტში ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში, მაგრამ ისინი რეალურად შეაფასებენ სიტუაციას, რომ არ შეიძლება დესტრუქციულ ძალას ხელში ჩაუგდო ქვეყნის მართვის ბერკეტი და რომელთა ინტერესია ხელისუფლებაში დაბრუნება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა