დონალდ ტრამპი - ევროკავშირთან ბიზნესის კეთება უფრო რთულია ვიდრე ჩინეთთან, თუ არა, ჰკითხეთ ბორისს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან ბიზნესის კეთება უფრო რთულია, ვიდრე ჩინეთთან. ამის შესახებ ტრამპმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

საუბრისას, დონალდ ტრამპმა, ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი გამბედაობის გამო შეაქო.

„სინამდვილეში მათთან უფრო რთულია საქმის კეთება ვიდრე ჩინეთთან, თუ არა ჰკითხეთ ბორისს. ვფიქრობ, ბორისიც კარგად იქნება. ის დიდებულად გამოვა. მას დიდი გამბედაობა აქვს. მაგარი საქმე გააკეთა“, - განაცხადა ტრამპმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა