31 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები: ლაშა ბურდული, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ბერძენიშვილი და ბექა კოკაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არ სცნო და მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.
ზურაბ მჟავანაძეს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობდა.