მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლებს  შორის შეჯიბრება იწყება

„პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 2020 წელს სკოლებისთვის მასშტაბურ შეჯიბრებას იწყებს, რომლითაც გამომცემლობას სურს, რომ სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, „მაკულიტერატურის“ ოფისები მდებარეობს საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავი, თბილისი, ქუთაისი. ამ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში, რომლითაც შემდეგ ახალ წიგნებს შეარჩევთ. სწორედ ამ სამ ქალაქში გადაწყვიტა გამომცემლობამ, სკოლებს შორის შეჯიბრების ჩატარება.

როგორც პროექტის მენეჯერი, ანა ჯოჯუა განმარტავს, წელს გადაწყდა სკოლებს შორის შეჯიბრებას მასშტაბური სახე მისცემოდა.

"სკოლები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ აქტივობას, აგროვებენ მაკულატურას. ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აბარებენ წლის განმავლობაში, რაც ძალიან გვახარებს", - ანა ჯოჯუა.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის თანახმად, შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლა ბიბლიოთეკისთვის ახალ წიგნებს მიიღებს, გამარჯვებული 20 სკოლის მოსწავლეებს კი საშუალება მიეცემათ, შერჩეულ ადგილებზე, სკოლის სახელით, ხეები დარგონ.

„გვინდა, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია, როცა ქაღალდის წარმოება მეორეული პროდუქციითაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ხეების მოჭრის ნაცვლად, ვაბარებთ მაკულატურას, ვინარჩუნებთ სუფთა გარემოს და ვუფრთხილდებით ეკოსისტემას, ყველა სკოლას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს საიტს: http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvaleschoolmakulatura“, - აღნიშნა ანა ჯოჯუამ.

რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

პროექტი გაგრძელდება ორი თვე: თებერვალი, მარტი;

სკოლა უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე, მიუთითოს ქალაქი, სკოლის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა;

ინფორმაცია გადამოწმდება და აისახება საიტზე;

სკოლას შესაძლებლობა ექნება, შეამოწმოს, როგორც მიმდინარე თვის, ასევე ჯამური რეიტინგი, რომელიც გამოისახება ნერგებში;

სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, დაჯამდება შედეგები: 1 მოსწავლე= 1 ნერგს , 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 20 სკოლას შორის. შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. თბილისში გამოვლინდება 10 გამარჯვებული სკოლა, რუსთავსა და ქუთაისში კი 5-5;

ის სკოლები, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, მაგრამ გეგმას გადააჭარბებენ, დაგროვებული ნერგები გაორმაგდება, შესაბამისად, უფრო მეტ წიგნს მიიღებენ ბიბლიოთეკისთვის;

ყოველი თვის ბოლო კვირაში ავტომანქანა ჩამოივლის სკოლებს და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგებში;

მარტის ბოლოს გამოვლინდება 20 გამარჯვებული სკოლა, შეირჩევა წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად შერჩეულ ლოკაციაზე დარგავენ მისი სახელობის ხეებს და გაამწვანებენ გარემოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო