რატი იონათამიშვილი კონგრესმენების წერილზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში კონგრესმენების პოზიციები განსხვავებულია.

"აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორია. მე გავიმეორებ ელიზაბეთ რუდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს თანამშრომლობა კონკრეტული გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული. თუნდაც რომ გავიხსენოთ დეკემბერში აშშ-ის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ღირსეული პარტნიორი. რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი, ცხადია არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად აქვს უფლება პრემიერ-მინისტრს, რომ კონგრესმენების წერილი არ გაასაჯაროვოს, იონათამიშვილმა უპასუხა, რომ "ახლა აჟიოტაჟის აწევა არარელევანტურია."

"ჩვენი მთავრობა ყოველთვის ღიაობის პრინციპით გამოირჩევა და ამ პრინციპს დიდი პასუხისმგებლობით ვიცავთ. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება პრობლემა. ახლა ამ აჟიოტაჟის აწევა, ვფიქრობ, არარელევანტურია",- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა