საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გაბედეს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტეს. ,,გაბედეს” აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ღობეზე ბანერები წარწერით ,,პარლამენტი ოკუპირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს” გააკრეს და ამასთან, ღობეზე მავთულხლართები გააბეს.

,,მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტი გვიღობავს შიდა ქართლს, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გვიღობავს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს, სადაც წესით და რიგით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პროტესტი იმართება. ჩვენთან გამოხატვის თავისუფლება წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავე, კრიტიკული განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს ადამიანი მაინც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ ღირებულებებს”, - განაცხადა ,,გაბედეს” წევრმა მიშო ქუმსიშვილმა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)