მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი სტუმრობდა

საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ სტუმრობდა. ელჩი ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რედაქტორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა, ნიუსრუმი დაათვალიერა და მასში შემავალი მედიაპლატფორმების მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდა.

„აქ ყოფნა არა მხოლოდ პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის, გულწრფელად გაოგნებული ვარ ორგანიზაციის საერთო პროფესიონალიზმით, რომლის თვითმხილველიც აქ გავხდი. საქართველოში 20 წლის წინ დიპლომატად ვმუშაობდი, 20 წლის შემდეგ კი როგორც ისრაელის ელჩი დავბრუნდი და საქართველოს ტრანსფორმაცია და კონკრეტულად მედიასამყაროს ცვლილება, მარტივად რომ ვთქვა, გამაოგნებელია. 20 წლის წინ ამის მსგავსი არაფერი იყო. ამიტომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი დიპლომატებისთვის მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის, მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა უკიდურესი მნიშვნელობისაა და ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რადგან ეს საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზაა საზოგადოებასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობასთვის ხმის მისაწვდენად. ძალიან დამაიმედებელია იმის ნახვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება, ისევე როგორც მსოფლიოში ნებისმიერი საზოგადოება, პოლარიზებულია პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ჟურნალისტებს გაქვთ სწრაფვა, რომ წარმოადგინოთ ობიექტური, კარგად გადამოწმებული და დაბალანსებული ინფორმაცია“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა.

იხილეთ ვიდეო: მედიაჰოლდინგ "პალიტრას" საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი სტუმრობდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა