გიორგი გახარიასთან შეხვედრას ხორვატიის პრემიერი "ტვიტერში" ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრას ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"საქართველოს პრემიერს ვესაუბრე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ხორვატიას შორის, ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის უმაღლესი დონის შეხვედრის მიზნებზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება", - წერს ანდრეი პლენკოვიჩი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო