პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი „ინკუნაბულა“ განახორციელეს

პარლამენტის სტაჟიორებმა 6-თვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სოციალური პროექტი - „ინკუნაბულა“ შეიმუშავეს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელშეწყობა და თანამედროვე საკითხავი ლიტერატურითა და კომპიუტერული ტექნიკით სკოლების ბიბლიოთეკების უზრუნველყოფა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი შეესაბამება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის 10 მთავარი გამოწვევიდან ერთ-ერთ პუნქტს - „ბავშვთა უფლებები“, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ იქნა წარდგენილი 2019 წლის სექტემბერში.

22 იანვარს პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფლების - შავშვების და არბოს სკოლებს ბიბლიოთეკებს პარლამენტის სტაჟიორებმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ 500-მდე წიგნი, 2 პერსონალური კომპიუტერი და 2 პრინტერი გადასცეს.

უწყების ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო