ჟვანიას სკოლამ 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გამართა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს, დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა მოწვეულ სტუმრებს სკოლის საქმიანობის 15 წლის ანგარიში და 2020 წლის სამომავლო გეგმები წარუდგინა, შეაჯამა ის პროექტები, რომლებიც სკოლამ წლების მანძილზე წარმატებით განახორციელა.

„ერთ-ერთი და საამაყო მიღწევა ჩვენთვის არის ის, რომ სახელმწიფო ენის სწავლება გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, სტატუსის მაძიებელს შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით და სახელმწიფო დაფინანსებით შეისწავლოს სახელმწიფო ენა, რომელიც დაეხმარებათ შემდგომ ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა.

ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან ჟვანიას სკოლის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ხელი მოეწერა პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის არეალს ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენს საჯარო მოხელეებს საშუალება ექნებათ პოლონეთში გაიარონ მოსამზადებელი კურსები გარკვეული პროფესიული განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა მიცკევიჩმა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორი დაესწრო. ჟვანიას სკოლასა და KSAP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დირექტორებმა ქეთევან ჯაყელმა და ვოიჩეხ ფედერჩიკმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრაზე საზეიმო ვითარებაში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას სკოლის პარტნიორი სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, სკოლის ბენეფიციარები და წარმატებული კურსდამთავრებულები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა