ამერიკელი კონგრესმენები - Facebook-მა დახურა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანგარიშები, ფაქტი, რომ ისინი ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 4 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთისკენ ინტეგრაციას. როგორც 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში, ზოგიერთმა ჩვენგანმა გამოხატა შეშფოთება დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოვლენის ფაქტებზე. ამასთანავე ჩვენ გწერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.

თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია.

ამასთანავე, ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არის გამოძიების საფუძველი, თუმცა უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგიწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, რომელიც გარანტირებული იქნება თქვენი პარტიის მიერ.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა, ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ამასთანავე, "ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა, არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს",-ნათქვამია წერილში.

წერილს ოთხი კონგრესმენი - ადამ კინზინგერი, გერი კონოლი, ელიოტ ენგელი, ​მაიკლ მაკკოლი აწერენ ხელს.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა