ამერიკელი კონგრესმენები - შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ

ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ, -ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

როგორც კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნავენ, საქმეების უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ.

„ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არის გამოძიების საფუძველი, თუმცა უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგიწოდებთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, რომელიც გარანტირებული იქნება თქვენი პარტიის მიერ“, - ნათქვამია წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა