ამერიკელი კონგრესმენები ხელისუფლებას - მოგიწოდებთ დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ის დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან, - ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

„საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.

თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია“, - აღნიშნულია წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა