ზვიად კვაჭანტირაძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება

გვაქვს ინფორმაცია, რომ 12-13 თებერვლისთვის დაგეგმილ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, განწყობა არის საკმაოდ კრიტიკული და ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა გასათვალისწინებელია.

„მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი იმას, რომ ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი სახის კრიტიკა არ არის გასათვალისწინებელი. აბსურდია! რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია უახლესი მოვლენების კონტექსტშიც. როგორც იცით, გუშინდელი ღია მოსმენა საგარეო კომიტეტის სხდომაზე ბრიუსელში იყო ერთ-ერთი რიგითი მოსმენა, სადაც დაემატა შიდა პოლიტიკური მდგომარეობის განხილვის თემა გუშინდელ დაგეგმილ ღონისძიებას, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დასწრება არ იყო სათანადო. თუმცა, ეს არ ნიშნავს ამ შემთხვევში დიდად არაფერს, რადგან ვიცით განწყობა, ვინც დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეხედულებები და აზრები. განწყობა არის საკმაოდ კრიტიკული. გუშინ აქტიურობდნენ ის სპიკერები, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური ჯგუფებისგან ჰქონდათ დავალებული გაეჟღერებინათ მკაცრი კრიტიკული აზრები, რაც შეძლეს 2 წუთის განმავლობაში რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში.

გუშინ გამოსულმა ქალბატონმა, რომელიც არის სამხრეთ კავკასია-ევროკავშირის საპარლამენტთაშორისი ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან განაცხადა, რომ ახლა ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები, მაგრამ ძალიან კონკრეტული შეხედულებები ჩვენ გამზადებული გვაქვს 12-13 თებერვლისთვის დაგეგმილ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე წარმოსადგენად, რომელიც სტრასბურგში გაიმართება. ამ კომიტეტის სხდომაზე იქნება სწორედ რეზოლუცია მიღებული, რომელიც შემდეგ, როგორც წესი, ხდება ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება და ამის წინაპირობა აშკარად დავინახეთ. აქცენტები იქნება უპირველესად იმ მიმართულებებზე, რაზეც გუშინ იყო საუბარი, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და პრესის თავისუფლებაზე“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა