პრემიერ-მინისტრი დავოსში ხვალ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი, დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, პანელურ დისკუსიაში ქართული მხარე ისაუბრებს, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის.

„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი, ეს გახლავთ პანელური დისკუსია, რომელიც დაეთმობა ევროპის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ამ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის საინტერესოა ის ხედვა რომელიც გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მტკიცე ევროპას, რომელშიც ჩვენს თავსაც ვხედავთ და ვხედავთ იმას, რომ ევროპა და ევროკავშირი არის უფრო მეტი შესაძლებლობების შემქმნელი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ზოგადად, ამ კონტინენტზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.

ასევე, იქნება შეხვედრები ბიზნეს წრეებთან, ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიც არის მაგალითად City group და სხვა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია ხვალ აგრეთვე შეხვდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანხელ გურიას. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვინაიდან საქართველო მომავალ წელს აღნიშნული ორგანიზაციის დიდ ღონისძიებას მასპინძლობს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სადაც მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო