საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას

საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ასევე - ქვეყნის მოწინავე პოზიციებს ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

მთავრობის მეთაურმა Siemens Energy-ის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

“საქართველოს მეტად სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის ელექტროფიკაციის რუკის შექმნა ისე, რომ მან სრულყოფილად მოიცვას ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტები. ყველაფერი პირველი ნაბიჯიდან იწყება და ბუნებრივია „სიმენსს“ სურს ამ მიმართულებით იყოს ქვეყნის პარტნიორი ამ ძალისხმევებისა და ინიციატივების კონტექსტში”,- აღნიშნა Siemens Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სენმა.

გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens AG-ის ძირითადი მიმართულებებია ინდუსტრია, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 27 მილიარდი ევროა, დასაქმებული ჰყავს 88 ათასი ადამიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო