ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში  სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის

გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის,- აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარაჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ENEL-ის აღმასრულებელ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა ახალი ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების შექმნის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და ეკონომიკის ზრდის პარალელურად დამატებითი გენერაციის წყაროების განვითარების აუცილებლობას.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან და პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლისგან მივიღეთ ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესაძლებლობების შესახებ და განვიხილეთ ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის ელექტროსისტემის ინტეგრაციისა და სატრანზიტო ქსელის განვითარებაზე გაწეული ღონისძიებების კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელების საჭიროება. გადავწყვიტეთ, ჩვენი წარმომადგენელი მივავლინოთ საქართველოში ამ საკითხების სიღრმისეული შესწავლის მიზნით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ENEL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ინტეგრირებული ელექტროობისა და გაზის ოპერატორია, ოპერირებს 5 კონტინენტზე 30 ქვეყანაში და 73 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის წლიური შემოსავალი 76 მილიარდ ევროს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 70 ათასია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს