ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში - უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული

უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული,-ამის შესახებ ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით.

„დღეს მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან, სადაც გავაგრძელეთ თემები, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისში, 2019 წლის დეკემბერში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დროს.

მადლობა გადავუხადე მათ გულთბილი მიღებისთვის, რომელიც დეკემბერში თბილისში მივიღეთ ევროპარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის მეც. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით და ნებისმიერი სტუმარი აღფრთოვანებული იქნება მათი სტუმართმოყვარეობით“,-წერს ტერეში.

მისივე ინფორმაციით, პირველი თემა, რომელიც განიხილეს შეხვედრაზე, იყო რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.

„მუდმივად ვრცელდება ცნობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ განხორციელებული შევიწროებისა და მუქარის შესახებ. მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე დელეგაცია საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემს სრულ მხარდაჭერაში.

მეორე თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილეთ, იყო ეკონომიკა და მისი ზრდის შესაძლებლობები. საქართველოს გააჩნია ბიზნესის მაღალი პოტენციალი შესანიშნავი პროდუქტებით, როგორიცაა ღვინო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, როგორიცაა ტურიზმი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტების და სერვისების უფრო ძლიერი წარმომადგენლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – წერს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, მესამე საკითხი, რომელზეც საუბარი შეეხო შეხვედრაზე იყო საქართველოში არსებული შიდა ვითარება.

„მესამე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო საქართველოს ამჟამინდელი შიდა სიტუაცია, განსაკუთრებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 21 იანვარს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. ქართველები მრავალი წელია, მხარს უჭერენ ქვეყნის გზას ევროპისა და ნატო-სკენ. დემოკრატიული გზისადმი ამ ერთგულების გამო, საქართველო ამ დრომდე იხდის მაღალ საფასურს რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციით.

გასული წლების განმავლობაში საქართველომ გაიარა ღრმა დემოკრატიული რეფორმები, რამაც აჩვენა ქვეყნის და მისი მთავრობის ერთგულება დასავლეთის გზაზე და დემოკრატიული ფასეულობებით, კერძოდ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემით.გარდა ამისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის დემოკრატიული მსოფლიო ოჯახის ერთგული და პასუხისმგებელი წევრი, ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი.

საქართველოში არსებული ნებისმიერი შიდა პოლიტიკური დებატი, რომელიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, არ უნდა აღემატებოდეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ რეფორმებსა და უწყვეტ პროგრესს, მტკიცედ განსაზღვრისა და გადამწყვეტი გზით.

საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ქცეული ბრძოლის ველად ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ საუკეთესოდ მიესადაგება, თუკი ის დემოკრატიულ საზღვრებშია“,-ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველო იქნება ძლიერი, ვიდრე მისი ხალხი ერთიანია.

„მოვუწოდებ ქართველებს, დააყენონ საკუთარი ქვეყანა პირველ ადგილზე და არ დაუშვან, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც ნორმალურია დემოკრატიისთვის, დაყონ ისინი“,- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა