მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე - საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა მიიღოს - ეს არის ორპარტიული გაფრთხილება

საქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ, - ამის შესახებ ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. ამით ის ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიწერეს.

მისი შეფასებით, კონგრესმენების წერილი არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას.

"საქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაციია. ეს საქართველოს მეგობრებისგან მომდინარეობს",-წერს სოციალურ ქსელში მაიკლ კარპენტერი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს